გთხოვთ დაიცადოთ…

ქართულ Horeca სექტორში ინოვაციების ახალი ტალღა იწყება. იმ ფონზე, როდესაც ბიზნესი კადრების დეფიციტსა და მზარდ საოპერაციო ხარჯებს ებრძვის, ბაზარზე გამოჩნდა Dafi Robotics Georgia. კომპანია, რომლის მიზანიც არა ადამიანების ჩანაცვლება, არამედ მათი რუტინისგან გათავისუფლება და ბიზნესის ეფექტურობის გაზრდაა.
Horeca Georgia წარმოგიდგენთ Dafi Robotics Georgia-ს, რომელიც ქართული მასპინძლობის ინდუსტრიაში ტექნოლოგიური გადაწყვეტების დანერგვაზე აქტიურად მუშაობს. კომპანიის დამფუძნებელი, დავით დარბინიანი, იხსენებს, რომ იდეა ერთი წლის წინ სრულიად მარტივი მიზეზით გაჩნდა: მოეგვარებინათ ქართული ბიზნესის „ტკივილები“. მისი თქმით, რობოტექნიკა აზიასა და ევროპაში უკვე დიდი ხანია აპრობირებული მეთოდია და საქართველოც მზად არის ამ ნაბიჯისთვის.
რატომ რობოტები?
ხშირად AI (ხელოვნური ინტელექტი) მხოლოდ ციფრულ სამყაროსთან ასოცირდება, თუმცა Dafi Robotics-ს ეს ტექნოლოგიური ინსტრუმენტი ფიზიკურ დამხმარედ შემოჰყავს კვების ობიექტების დარბაზებში.
„რობოტებს შეუძლიათ იმის გაკეთება, რაც ჩვეულებრივ AI-ს არ შეუძლია – ეს არის ფიზიკური მუშაობა და რუტინული დავალებების შესრულება. ეს ქართულ Horeca-ს მისცემს საშუალებას, მოიპოვოს სტაბილური დამხმარე, მეორეხარისხოვანი კადრი, რომელიც ცხოვრობს თქვენს ობიექტზე და არ გარბის კონკურენტთან“, - აღნიშნავს დავით დარბინიანი.
ფუნქციონალი და „სალობიე ბიას“ გამოცდილება
Dafi Robotics-ის ასორტიმენტი მრავალფეროვანია: ჰოსტეს-რობოტები, სერვის-რობოტები და რობოტი-დამლაგებლებიც კი. მათი ინტეგრაცია მარტივია – ინტერფეისი სრულად ქართულენოვანია და პერსონალი მათ ათვისებას სულ რაღაც 2-3 დღეში ახერხებს.
ამის ნათელი მაგალითია რესტორანი - სალობიე ბია, სადაც რობოტი ე.წ. „რანერის“ ფუნქციას ასრულებს. ის ეხმარება მიმტანებს მძიმე თეფშების ტარებაში, მაგიდების გაშლასა და ალაგებაში. შედეგად, მიმტანებს მეტი დრო რჩებათ სტუმრებთან კომუნიკაციისთვის.
„მიმტანები აღარ ატარებენ სიმძიმეებს და მათი მუშაობა ბევრად უფრო სწრაფი გახდა. როგორც თავად ამბობენ, 15-20 კაციანი მაგიდის გაშლა და ალაგება ახლა მხოლოდ 5 წუთს საჭიროებს“.
ეკონომიკური სარგებელი და „Wow ეფექტი“
ბევრისთვის რობოტი მხოლოდ სტუმრების გასართობი „სათამაშოა“, თუმცა ციფრები სხვა რეალობაზე მეტყველებენ. ერთი რობოტი რუტინული დავალებების 80%-ს ფარავს და შეუძლია ერთი თანამშრომლის ხარჯი დაზოგოს. ქართული ხელფასების გათვალისწინებით, ინვესტიციის ამოღება (ROI) საშუალოდ 15 თვეში ხდება.
ამასთანავე, რობოტი გამორიცხავს „ადამიანურ ფაქტორს“ – მას არასოდეს ავიწყდება სტუმარს მიმდინარე აქციების შესახებ აცნობოს, რაც პირდაპირ აისახება გაყიდვებზე. და რა თქმა უნდა, ვიზუალური მხარე: სტუმრები აღფრთოვანებულები არიან, როდესაც რობოტი მღერის ან ცეკვავს, რაც სოციალურ ქსელებში დამატებით უფასო რეკლამას ნიშნავს.
შიშიდან აღიარებამდე
მიუხედავად აშკარა სარგებლისა, დავით დარბინიანი ამბობს, რომ მთავარი სირთულე მაინც საზოგადოებაში არსებული შიშია.
„ზოგს ეშინია ამ ტექნოლოგიების, უყურებენ როგორც მტერს და არა როგორც ინსტრუმენტს. თუმცა, თავის დროზე ელექტროენერგიაც ასეთ რეაქციას იწვევდა. დღეს კი ბინას არ შევიძენთ, სადაც შუქი არ არის“.
მომავლის გეგმები
Dafi Robotics Georgia-ს სამომავლო გეგმები საკმაოდ დიდია და ამბიციურია. ჰორეკა სექტორის გარდა, ისინი ხედავენ პოტენციალს როგორც ლოგისტიკასა და მედიცინაში, ისე საცალო ვაჭრობის (Retail), მაგალითად სუპერმარკეტების მიმართულებით. კომპანიის დამფუძნებელი დარწმუნებულია, რომ 5 წელიწადში რობოტების გარეშე ბიზნესის მართვა ისეთივე წარმოუდგენელი იქნება, როგორც დღეს სოციალური ქსელების გარეშე.
ცნობისათვის, მათთვის, ვინც ჯერ კიდევ ორჭოფობს, კომპანიას განსაკუთრებული შეთავაზება აქვს: 1-კვირიანი უფასო ტესტ-დრაივი. ეს ბიზნესის მფლობელებს საშუალებას აძლევს, ყოველგვარი ფინანსური რისკის გარეშე ნახონ, როგორ ცვლის ტექნოლოგია მათ ყოველდღიურობას.

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება Horeca Georgia-ს ახალ რუბრიკაში „თბილისური ნომრები“, სადაც მე-18 და მე-19 საუკუნეების საქართველოს სტუმარმასპინძლობის მივიწყებულ ისტორიებს გავაცოცხლებთ. ჩვენ ერთად შევაღებთ ძველი ქარვასლებისა და კავკასიის პირველი ფეშენებელური ევროპული სასტუმროების კარებს, რათა აღმოვაჩინოთ ეპოქალური ბიზნეს-მოდელები, უნიკალური სერვისის ტრადიციები და ბოჰემური თბილისის შარმი. საარქივო მასალებზე, რეალურ ფაქტებსა და ისტორიულ ლეგენდებზე დაყრდნობით, ნაბიჯ-ნაბიჯ თვალს მივადევნებთ, თუ როგორ იქმნებოდა და ვითარდებოდა ადგილობრივი ჰორეკა-ინდუსტრია.

რუბრიკაში "ასე დაიწყო ყველაფერი", Horeca Georgia გიამბობთ ჩვენს სექტორში არსებულ პოპულარულ და შედარებით ნაკლებად ცნობილ ბრენდებზე, მათი დაფუძნების ისტორიასა და დამფუძნებლების ანტრეპრენერულ თავგადასავლებზე.

ზაფხულის სეზონის მოახლოებასთან ერთად, აჭარის ტურისტულ ჰაბში სიახლეებია. მიმდინარე სეზონზე ბათუმის პლაჟებზე შეზლონგებისა და ქოლგების იჯარის ფასი 5 ლარიდან 10 ლარამდე იზრდება.