გთხოვთ დაიცადოთ…
3 წუთის საკითხავი

რუმინეთის მასპინძლობის ინდუსტრიის დამსაქმებელთა ფედერაციის (FPIOR) მიერ ჩატარებული ახალი კვლევა „HoReCa Confidence Index 2026“ აჩვენებს, რომ რეგიონში სექტორის განვითარების ტენდენცია დროებით „გადარჩენის“ სტრატეგიამ ჩაანაცვლა.
მზარდი ინფლაცია, გაძვირებული ნედლეული, საგადასახადო წნეხი და შემცირებული მსყიდველუნარიანობა - ეს ის გამოწვევებია, რომლებიც დღეს მხოლოდ ადგილობრივ ბაზარს არ აწუხებს.
რუმინეთის მასპინძლობის ინდუსტრიის დამსაქმებელთა ფედერაციის (FPIOR) მიერ ჩატარებული ახალი კვლევა „HoReCa Confidence Index 2026“ აჩვენებს, რომ რეგიონში სექტორის განვითარების ტენდენცია დროებით „გადარჩენის“ სტრატეგიამ ჩაანაცვლა.
კვლევის მიხედვით, რომელშიც 570-ზე მეტი მეწარმე მონაწილეობდა, სექტორში ოპტიმიზმი მკვეთრად შემცირებულია.
• რუმინეთში HoReCa სექტორის წარმომადგენელთა მხოლოდ 17.3% ელოდება ბიზნესის ზრდას უახლოეს 12 თვეში.
• რესპონდენტთა 82.6% აცხადებს, რომ მათ ბიზნესს ელის სტაგნაცია, ვარდნა ან დახურვა. მათ შორის, 28.8% პირდაპირ მიუთითებს ბიზნესის დახურვის საფრთხეზე.
• სექტორის 78.8% ამცირებს, სრულად ყინავს ან უარს ამბობს გაფართოების პროექტებზე.
• მეწარმეების თითქმის ნახევარი (48.1%) იძულებული ხდება, თანამშრომელთა შემცირებაზე იფიქროს.
კვლევამ გამოკვეთა სამი ძირითადი ფაქტორი, რომლებიც ბიზნესს ერთდროულად ორ მხრიდან ურტყამს - მცირდება შემოსავლები და პარალელურად იზრდება საოპერაციო ხარჯები:
• სტუმრების ნაკადის შემცირება (69.2%) - მომხმარებელთა შემცირებული მსყიდველუნარიანობა.
• გადასახადები და საგადასახადო წნეხი (67.3%) - მზარდი ფისკალური ტვირთი.
• ნედლეულის, იჯარისა და კომუნალურების გაძვირება (51.9%) - ინფლაციური წნეხი თვითღირებულებაზე.
„HoReCa ინდუსტრია ვერ იფუნქციონირებს ინვესტიციების, ადამიანებისა და მოხმარების გარეშე. როდესაც 10-დან 8 მეწარმე ინვესტიციას ყინავს, ეს მთელი სექტორისთვის განგაშის ზარია“, - აცხადებს FPIOR-ის აღმასრულებელი თავმჯდომარე კალინ კოზმა.
მიუხედავად იმისა, რომ კვლევა რუმინეთის ბაზარს ეხება, დასახელებული გამოწვევები - კადრების დეფიციტი, გაძვირებული პროდუქცია და ცვალებადი მომხმარებელი - ზედმიწევნით ასახავს ქართული ჰორეკა სექტორის დღევანდელ რეალობასაც.