გთხოვთ დაიცადოთ…

რესტორანი „დიარონი“, დედაქალაქში მეგრული სამზარეულოს ახალ კერას აფუძნებს
ზუგდიდის ცნობილი გასტრონომიული სივრცე, რესტორანი „დიარონი“, დედაქალაქის ბაზარზე შემოდის. ბიზნესის გაფართოების ახალი ეტაპი თბილისში, კერძოდ საბურთალოს რაიონში, მასშტაბური ფილიალის გახსნას გულისხმობს.
პროექტის დეტალებზე ობიექტის მფლობელმა, მამუკა ნაყოფიამ ისაუბრა. მისი თქმით, ახალი რესტორნის მოსაწყობად 2 მილიონი ლარის ინვესტიციაა გათვალისწინებული.
• ლოკაცია: თბილისი, საბურთალო;
• ტევადობა: 200+ სტუმარი;
• ინფრასტრუქტურა: შიდა დარბაზი, ღია სივრცეები, ვერანდა და ტერასა;
• ვადები: მშენებლობა უკვე დაწყებულია და ობიექტის ექსპლუატაციაში შესვლა წლის ბოლომდე იგეგმება.
„ძირითადი აქცენტი კვლავ მეგრულ კერძებზე იქნება, თუმცა მენიუს სხვა მიმართულებებით გამრავალფეროვნებასაც ვგეგმავთ. ჩვენი მიზანია, შევინარჩუნოთ ის ხელწერა, რამაც „დიარონი“ რეგიონში პოპულარული გახადა“, — აცხადებს მამუკა ნაყოფია.
დედაქალაქში ექსპანსიის პარალელურად, კომპანია არ წყვეტს განვითარებას მშობლიურ რეგიონშიც. ზუგდიდში, არსებული რესტორნის ბაზაზე, იგეგმება სასტუმრო კომპლექსის მოწყობა. პროექტი უკვე მომზადებულია და მის განხორციელებას კომპანია გრძელვადიან პერსპექტივაში განიხილავს.
HORECA სექტორში „დიარონის“ შემოსვლა თბილისის ბაზარზე კონკურენციას კიდევ უფრო გაზრდის, განსაკუთრებით ეთნო-გასტრონომიული მიმართულებით.

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება Horeca Georgia-ს ახალ რუბრიკაში „თბილისური ნომრები“, სადაც მე-18 და მე-19 საუკუნეების საქართველოს სტუმარმასპინძლობის მივიწყებულ ისტორიებს გავაცოცხლებთ. ჩვენ ერთად შევაღებთ ძველი ქარვასლებისა და კავკასიის პირველი ფეშენებელური ევროპული სასტუმროების კარებს, რათა აღმოვაჩინოთ ეპოქალური ბიზნეს-მოდელები, უნიკალური სერვისის ტრადიციები და ბოჰემური თბილისის შარმი. საარქივო მასალებზე, რეალურ ფაქტებსა და ისტორიულ ლეგენდებზე დაყრდნობით, ნაბიჯ-ნაბიჯ თვალს მივადევნებთ, თუ როგორ იქმნებოდა და ვითარდებოდა ადგილობრივი ჰორეკა-ინდუსტრია.

რუბრიკაში "ასე დაიწყო ყველაფერი", Horeca Georgia გიამბობთ ჩვენს სექტორში არსებულ პოპულარულ და შედარებით ნაკლებად ცნობილ ბრენდებზე, მათი დაფუძნების ისტორიასა და დამფუძნებლების ანტრეპრენერულ თავგადასავლებზე.

ზაფხულის სეზონის მოახლოებასთან ერთად, აჭარის ტურისტულ ჰაბში სიახლეებია. მიმდინარე სეზონზე ბათუმის პლაჟებზე შეზლონგებისა და ქოლგების იჯარის ფასი 5 ლარიდან 10 ლარამდე იზრდება.